fbpx
საბერძნეთი

საბერძენთი: 17 წლის ბიჭი კომიდან გამოვიდა ცოტა ხნით ადრე, სანამ მშობლები მის ორგანოებს გასცემდნენ

ბერძნული მედია დაუჯერებელი შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც მიტილინზე მოხდა. 17 წლის ბიჭი ავტოავარიის შემდეგ კომაში იყო და კლინიკურად გარდაცვლილად ითვლებოდა. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ოჯახი უკვე ორგანოების დონაციაზე ფიქრობდა. ცოტა ხნით ადრე კი, სანამ ორგანოებს გასცემდნენ, ბიჭის ტვინმა მუშაობა დაიწყო და კომიდან გამოვიდა.

როგორც ირკვევა, ბიჭს ავარია აგვისტოში შეემთხვა. მას ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია, ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა, ბიჭი მას შემდეგ გონზე არ მოდიოდა. 17 წლის ტაქსიარხი კაიტაძი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, როდესაც ავარია შეემთხვა.

შეიძლება ამ ამბავს ნამდვილი სასწაული ეწოდოს, რადგან მაშინ, როცა მოზარდის დედა მისი ორგანოების სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გაცემას აპირებდა, ბიჭის ტვინმა მუშაობა დაიწყო, ის ჩვეულებრივ პალატაშია გადაიყვანეს და ახლა უკვე სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება.

როგორც ირკვევა, ტაქსიარხი სულ მალე დაბრუნდება მიტილინზეც, სადაც მას მორიგი სარეაბილიტაციო კურსი უწევს, თუმცა, ცხადია, ეს უკვე დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს, რადგან ბიჭმა, ფაქტობრივად, ცხოვრება მეორედ დაიწყო.

onalem

ტესტ