fbpx
საბერძნეთი

ზომების მოხსნა: როგორ შეუწყობს ხელს მთავრობა კაფე-ბარებსა და ტავერნებს?!

საბერძნეთის მთავრობის მიზანია, რომ როდესაც კაფე-ბარები, ტავერნები და რესტრონები გაიხსნება, მაქსიმალურად დაუჭიროს მათ მხარი, რომ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს თავი დააღწიონ.

როგორია მათი გეგმა და რას უნდა ველოდოთ 1 ივნისიდან, როდესაც ყავისა და კერძების მისართმევად გარეთ გასვლას შევძლებთ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტაკის თეოდორიკაკოსმა ტელეკომპანია ΟPEN-თან შემდეგი განცხადება გააკეთა:

“ჩვენ უკვე განვიხილეთ ეს საკითხი და თითოეულ მუნიციპალიტეტში კაფე-ბარებისა და რესტორნების მფლობელებს ექნებათ საშუალება გააფართოვონ თავიანთი გარე ტერიტორია, იმისთვის, რომ კლიენტების თითქმის იგივე რაოდენობის მიღება შეძლონ, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ. ანუ მათ შეეძლებათ მეტი სკამი და მაგიდა დადგან გარეთ და დაიცვან დისტანცია კლიენტებს შორის. რაც ყველაზე მთავარია, არცერთ ბიზნესს ამის გამო არ დაეკისრება დამატებითი გადასახადი.”

ამრიგად, ტავერნებსა და კაფე-ბარებში გარეთ მდებარე მაგიდებზე უფრო მეტი ადამიანის მიღება იქნება შესაძლებელი, ვინაიდან შიდა ტერიტორია დახურული სივრცეა და რისკები გაცილებით მაღალია. ამ გზით სახელმწიფო დაიცავს მოქალაქეებსაც და ბიზნესის ფინანსურ ინტერესებსაც.

onalem

ტესტ