fbpx
საზოგადოება

დღევანდელი დღე სოტირის ციოდრასის გარეშე – რატომ არ გამოვიდა პროფესორი ეთერში?!

დღევანდელმა დღემ სოტირის ციოდრასის გარეშე ჩაიარა. კორონავირუსთან დაკავშირებული სიახლეები მოსახლეობას, მის ნაცვლად, ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა და საჰაერო ძალების ლეიტენანტმა, დიმიტრის ხაძიგეორგიუმ ამცნო.

გავრცელებული ინფორმაციით, პროფესორი სოტირის ციოდრასი ნიკოს ხარდალიასის გვერდით არ გამოჩნდა, რადგან კვირა დღეს, ჩვეულებრივ, ინფორმაციის გავრცელება ხდება წერილობით, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე, მაგრამ ვინაიდან საბერძნეთში ხვალ მიღებული ზომები უქმდება, საჭირო გახდა პირდაპირი ჩართვა. ციოდრასი კი სწორედ ამ მომენტისთვის ტელეკონფერენციას ესწრება, რომელიც პანდემიის საკითხს ეხება. გამომდინარე აქედან, პროფესორმა ვერ შეძლო ხარდალიასის გვერდით, თავის პოზიციაზე ყოფნა და ის ხაძიგეორგიუმ ჩაანაცვლა.

onalem

ტესტ