fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ქალი, რომელიც ყველისა და ძეხვის ერთი მანქანით მოჭრის გამო გაათავისუფლეს, სამსახურში დააბრუნეს

გასული თვის ერთ-ერთი სამუშაო დღის მიწურულს სუპერმარკეტში კლიენტი შევიდა და თანამშრომელს ყველისა და ძეხვის მოჭრა სთხოვა. ქალმა კი მას ორივე პროდუქტი ერთი და იგივე მანქანით ჩამოუჭრა, რადგან რამდენიმე წუთით ადრე გაწმენდილი ჰქონდა. ამგვარმა მომსახურებამ კლიენტი გააცოფა და მის შესახებ ხელმძღვანელობას შეატყობინა.

საბოლოოდ საჩივრის საფუძველზე, ქალი, რომელიც აღნიშნულ ადგილზე 15 წლის მანძილზე მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მომხდარი სწრაფად მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში და გავრცელდა საზოგადოებაში, რის შემდეგაც მას სოლიდარობა გამოუცხადეს და მხარდაჭერის დიდმა ტალღამ იმოქმედა სავაჭრო დაწესებულების ხელმძღვანელებზეც.

შეგროვებული ათასობით ხელმოწერის შედეგად, ქალი სამსახურში დააბრუნეს და მუშაობას ჩვეულებრივ  რეჟიმში განაგრძობს.

onalem

ტესტ