fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ალექსის ციპრამ ბოშათა საერთაშორისო დღეს ბოშებს პრემიერის სასახლეში უმასპინძლა

ალექსის ციპრამ პრემიერის სასახლეში ბოშათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბოშების დელეგაციას უმასპინძლა. აღნიშნული დღე ყოველი წლის 8 აპრილს აღინიშნება.

“ძალისხმევა, რომ ჩვენი მოქალაქეების ცნობიერება, საბერძენთში ბოშათა საზოგადოების არსებობის და მათთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ავამაღლოთ, უწყვეტი უნდა იყოს. ქვეყანაში არ არსებობენ მეორე კლასის მოქალაქეები, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მათ რთულ პერიოდში,” განაცხადა პრემიერმა.

ალექსის ციპრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოშათა საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და სახელმწიფომ ამ პროცესის ხელშესაწყობად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

“არ არსებობს მეორე კლასის მოქალაქეები, ჩვენ ყველა ერთი ღმერთის შვილები ვართ.”

ოფიციალური მონაცემებით საბერძნეთში 110.000 ბერძენი ბოშა ცხოვრობს.

onalem

ტესტ