fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რა კავშირია ფეი სკორდასა და ციხიდან 17 წლის წინ გაქცეულ მამაკაცს შორის, რომელიც თაღლითობას კვლავ აგრძელებდა

კრეტაზე, ალიკარნასუს ციხიდან 17 წლის წინ გაქცეული პატიმრის შესახებ, რომელმაც თავი საზოგადოებაში ახალი სახელი და გვარით დაიმკვიდრა და კარიერაც კი აიწყო, ახალი დეტალები ვრცელდება. როგორც უკვე ცნობილია, ის პატიმრობაში მრავალჯერადი თაღლითობის ბრალდებით იმყოფებოდა და მის კისერზე მრავალი ადამიანის მოტყუება და ფულის გამოძალვაა.

მამაკაცი, რომელიც ახლა 45 წლის არის, 17 წლის მანძილზე საბერძნეთში თავისუფლად დადიოდა, მუშაობდა ჟურნალისტად, წამყვანად და მღეროდა სხვადასხვა ადგილებში.

თუმცა, თაღლითურ საქმიანობას კვლავ აგრძელებდა და აღმოჩნდა, რომ მან საკუთარი მიზნების განსახორციელებლად ფეი სკორდას სახელიც კი გამოიყენა.

ყოფილი პატიმარი ერთ-ერთ სპა ცენტრში მივიდა და თავს ფეი სკორდას გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფის წევრად ასაღებდა, კონკრეტულად კი სკორდას სახელს და გვარს იყენებდა.

“რა არის ეს, რაც ხდება?! ნუ გამრევთ ასეთ ისტორიებში! ამ ბატონმა ჩემი სახელი გამოიყენა?!”

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ