fbpx
საბერძნეთი

ათენი: ოფიცრებმა ქუჩაში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს – გოგონა ჩანთაში იწვა

ათენში, კერძოდ, ხალანდრის ერთ-ერთ სკვერში, პოლიციელებმა მიტოვებული ახალშობილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ერთ-ერთ სათამაშო მოედანთან იყო მიტოვებული და სამგზავრო ჩანთაში იწვა. ოფიცრებმა ჩანთა შენიშნეს და როცა შეამოწმეს, შიგნით მძინარე ბავშვი აღმოაჩინეს.

ცხადია, დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დადგინდა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვილი სულ რამდენიმე დღის არის.

პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო, რათა დადგინდეს, ვინ მიატოვა ახალშობილი.

onalem

ტესტ