fbpx
საბერძნეთი

დღეიდან, 3 იანვრიდან, საბერძნეთში დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში ამუშავდნენ – ღიაა მაღაზიები, ბანკები, საჯარო სექტორი

დღეიდან, 3 იანვრიდან, საბერძნეთში ყველა დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში შეუდგა მუშაობას. გუშინდელი დღიდან ღიაა ბანკები და საჯარო სექტორის უწყებები, ხოლო სუპერმარკეტები და მაღაზიები დღეიდან გაიხსნა, ვინაიდან ორშაბათსა და სამშაბათს არ მუშაობდნენ.

ასევე, მუშაობენ ქუჩის ბაზრები, სადაც უკვე შესაძლებელია როგორც ნაღდი ფულით, ასევე, საბანკო ბარათებით ვაჭრობაც.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად უქმე დღეა ნათლისღება, 6 იანვარი, რაც წელს შაბათი დღე უწევს, შესაბამისად, დაკეტილი იქნება ყველა უწყება, მათ შორის, მაღაზიებიც და სუპერმარკეტებიც.

8 იანვრიდან ყველა დაწესებულება კვლავ განაახლებს მუშაობას და მაღაზიები ღია იქნება ყოველდღე, მათ შორის კვირას, 14 იანვარსაც, ვინაიდან ორშაბათიდან იწყება ზამთრის გრანდიოზული ფასდაკლებები, რაც გასტანს 29 თებერვლის ჩათვლის.

onalem

ტესტ