fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 16 წლის ბიჭმა ემიგრანტ დედას გონების დაკარგვამდე სცემა და საკუთარი დის დახრჩობა სცადა

ოჯახური ძალადობის მძიმე შემთხვევა კრეტზე, კერძოდ, ირაკლიოში მოხდა, ემიგრანტების ოჯახში. პოლიციას დაუკავშირდა 35 წლის ქალი, რომელიც ოფიცრებს მისი ქალიშვილის დაცვას სთხოვდა.

როგორც ირკვევა, 16 წლის ბიჭმა საკუთარ დედას სასტიკად სცემა და ქალი გონების დაკარგვამდე მიიყვანა, შემდეგ კი, როცა ქალი რამდენიმე წუთში გონზე მოვიდა, დაინახა, რომ მოზარდი თავის 15 წლის დის დახრჩობას ცდილობდა. საბედნიეროდ, ყვირილის ხმა მეზობელმა მამაკაცმა გაიგო და სახლში შევიდა მათ დასახმარებლად, სანამ პოლიცია მივიდოდა.

35 წლის ქალი ამბობს, რომ მის 16 წლის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ძალადობრივი ქცევით ყოველთვის გამოირჩეოდა, ადრეული ასაკიდანვე. ის ოფიცრებს სთხოვდა, რომ დაეცვათ მეორე შვილი, 15 წლის გოგონა, რომელიც შოკურ მდგომარეობაშია მომხდარის გამო.

როგორც მედია იუწყება, ოჯახი რუმინეთიდან არის.

 

onalem

ტესტ