fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: 44 წლის ქალი, რომელმაც ჩვილი მოიტაცა და გაყიდვას უპირებდა, დაკავებულია

44 წლის ქალი, რომელიც 2009 წელს ბავშვის გატაცებისა და გაყიდვის მცდელობისთვის დააკავეს, ციხიდან გაიქცა და თავშესაფარი კუნძულ კრეტაზე იპოვა, სადაც მუშაობაც კი დაიწყო.

ციხისთვის რომ თავი დაეღწია ბულგარელი ქალი ვიანუს მუნიციპალიტეტში ჩავიდა და ყალბი პირადობის მოწმობის საშუალებით სამსახური იპოვა.

საბერძნეთის პოლიციამ 44 წლის უცხოელი დღეს დააკავა, როდესაც სამუშაოზე იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით 8 წლის წინ ის ბავშვთა გატაცებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით გაასამართლეს და ლარისას სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რამდენიმე საათში მას ლარისაში გადაიყვანენ, სადაც ადგილობრივი სასამართლო პროცესი გაიმართება. ქალს ადრე დაწესებული სასჯელის მოხდა მოუწევს.

onalem

ტესტ