fbpx
საბერძნეთი

ცნობილმა უკრაინელმა მომღერალმა, რუსლანამ, ათენში, “პოლიტეხნიოსთან” ყვავილები დატოვა

ცნობილი უკრაინელი მომღერალი, რუსლანა, ათენში იმყოფება, რათა დღეს, 18 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტში მიიღოს მონაწილეობა. კონცერტი გაიმართება უკრაინის მხარდასაჭერად და მომღერალი სწორედ ამ მიზნით იმყოფება საბერძნეთში, მაგრამ ვინაიდან ეს პერიოდი დაემთხვა “პოლიტეხნიოს” დღეს, რუსლანას არ უყოყმანია და “პოლიტეხნიოსთან” დაღუპული სტუდენტებისთვის პატივის მისაგებად ყვავილებით მივიდა.

“ათენში “პოლიტეხნიოს” სტუდენტების პატივსაცემად ყვავილები მივიტანე, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს თავისუფლებას, დემოკრატიულ ღირებულებებს. დღეს მთელ მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღეა და საბერძნეთში ამ თარიღს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. 1973 წლის 17 ნოემბერს ქვეყნის მთავრობამ ტანკებს უნივერსიტეტზე თავდასხმა უბრძანა, კარიბჭე გაარღვიეს და შეტაკებაში 24 ადამიანი დაიღუპა.

სამწუხაროდ… ისტორია მეორდება…” – წერს რუსლანა.

onalem

ტესტ