fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სკანდალი საბერძნეთში: მამა ანტონიოს ორგანიზაციის სახლებში გაზრდილი ბავშვები ცემისა და სექსუალური შევიწროვების შესახებ ჩივიან

მამა ანტონიო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსებისა და ხელმძღვანელობის კუთხით, რომელიც 1999 წლიდან არსებობს და საფრთხეში მყოფი ბავშვების დახმარებაზეა ორიენტირებული. მოძღვარს თანამედროვე ნოეს უწოდებდნენ, თუმცა, ბოლო დღეებში გავრცელებულმა საჩივრებმა ქვეყანაში დიდი სკანდალი გამოიწვია.

კერძოდ, Κιβωτός του Κόσμου-ში გაზრდილი ბავშვები ჩივიან არასათანადო მოპყრობის, ცემის, დასჯისა და სექსუალური შევიწროვების შესახებაც კი. ზოგიერთი მათგანი ახლა უკვე სრულწლოვანია და იხსენებს, თუ რა პირობებში ცხოვრობდა ორგანიზაციის სახლში. რაც შეეხება სექსუალურ შევიწროვებას, ვრცელდება ინფორმაცია სამი ასეთი ფაქტის შესახებ, რომელთა მსხვერპლიც ბიჭები არიან. პარალელურად, მათივე ჩვენების მიხედვით, ხორციელდებოდა შანტაჟი და მუქარა, რომ მომხდარის შესახებ არსად ეთქვათ.

მამა ანტონიო პირველ კომენტარს აკეთებს გავრცელებულ საჩივრებთან დაკავშირებით:

“ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ ძალიან ვწუხვარ და ვნერვიულობ ამ ყველაფრის გამო, რაც მესმის. ჩვენ 25 წელი მივუძღვენით იმ ბავშვებს, რომლებიც საფრთხეში იმყოფებოდნენ. ის, რაც ახლა შემიძლია გითხრათ არის, რომ ესენი არ არიან ჩვეულებრივი ბავშვები, ზოგიერთი მათგანი დამნაშავე მშობლების ოჯახიდან არის, ზოგიერთი რთულად აღსაზრდელია, მათ ჩამოყალიბებული აქვთ კონკრეტული ხასიათი იმ გარემოდან გამომდინარე, რომლებშიც იზრდებოდნენ. ამ ბავშვებმა არ იციან საზღვრები და მუდმივად მათი დარღვევა სურთ.

პირველი, რასაც ჩვენი ორგანიზაცია აკეთებს, ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და სრული პერსონალის თანხლებით, არის ამ ბავშვების ტრამვებისგან დაცვა, რადგან მათ ნამდვილი მშობლები დაკარგეს და ხანდახან არ გვპატიობენ, რომ მათი ადგილი დავიკავეთ,” აცხადებს ის.

 

onalem

ტესტ