fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში იტალიიდან ცივი ჰაერის მასები იჭრება – ტემპერატურის კლება მომდევნო დღეებში, წვიმა და ძლიერი ქარი

იტალიაში გააქტიურებული კლიმატური ფენომენი საბერძნეთისკენ მოიწევს და მომდევნო დღეებში ცივი ჰაერის მასების შემოჭრა ტემპერატურის კლებას გამოიწვევს. ათენის ეროვნული ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ნოემბრიდან მინიმუმ 21 ნოემბრამდე უხვი ნალექი გველის.

კერძოდ, ატმოსფერული მიმოქცევა გამოიწვევს პერიოდულ წვიმასა და შტორმს, ძირითადად, დასავლეთ და ჩრდილოეთ საბერძნეთში. კვირას, 20 ნოემბერს, კლიმატური ფენომენი განსაკუთრებით გააქტიურდება დასავლეთ საბერძნეთში და ხოლო ორშაბათისთვის თითქმის მთელ ქვეყანაში გავრცელდება, ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელია აღმოსავლეთ ეგეოსისა და დოდეკანესის კუნძულებზე.

სინოპტიკოსთა განცხადებით, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ დასავლეთ საბერძნეთის მაცხოვრებლებმა, კერძოდ, იპიროს მოსახლეობამ, ვინაიდან აქ უკვე მოვიდა საკმაო რაოდენობის ნალექი წინა დღეებში.

იხილეთ გრაფიკულად:

onalem

ტესტ