fbpx
სხვადასხვა

სად შეიძლება მიირთვათ ათენში გემრიელად და ეკონომიკურ ფასად – ადგილები ნამდვილი გურმანებისთვის

ერთი გასეირნება ოჯახთან, მეგობრებთან ან კოლეგებთან ერთად, თუ გვსურს, რომ გემრიელადაც მივირთვათ, საკმაოდ ძვირი გვიჯდება. ყველამ არ იცის, რომ ათენში არსებობს ადგილები, სადაც შეიძლება მიირთვათ გემრიელი კერძები და ამავე დროს, დიდი თანხა არ დახარჯოთ.

წარმოგიდგენთ ტავერნებს, რომლებიც საკმაოდ ხარისხიან კერძებს გვთავაზობენ და არც თუ ისე მაღალ ფასებში, სხვებთან შედარებით. პირველი ასეთია:

Το τριαντάφυλλο της νοστιμιάς, რომელიც შეიძლება არც თუ ისე უცნობი ადგილია მათთვის, ვინც სინდაღმის გარშემო ცხოვრობს, მაგრამ თუ იქ ჯერ არ ყოფილხართ, აუცილებლად ეწვიეთ, სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით – ეს ადგილი ნამდვილი გურმანებისთვის არის.

Νικήτας – ფსირიში მდებარე ეს ტავერნა მუშაობის 40 წელს ითვლის. აქ არაჩვეულებრივ ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ, რომლებიც საკუთარ ხარისხს მთელი ამ ხნის მანძილზე ინარჩუნებს.

Ρακουμέλ – თუ ვეგეტარიანელი ხართ ან კრეტულ სამზარეულოს აღმერთებთ, ექსარხიაში არსებული ეს ადგილი ზუსტად თქვენთვის არის. აქ ყოველდღიურად მზადდება კერძები, კრეტელების ხელით და მეგობრული გარემო აუცილებლად მოგაჯადოვებთ.

Κυβέλη – კიფსელზე მდებარე ეს ტავერნა იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ.

 

 

Δείτε αυτή τη δημοσίευση στο Instagram.

 

Η δημοσίευση κοινοποιήθηκε από το χρήστη Κυβέλη (@kyveli_kypseli)

Το Ουζερί του Λάκη – ვიქტორიაზე მდებარე ტავერნა, რომელიც წლების მანძილზე ინარჩუნებს ხარისხს, განსაკუთრებით თევზეულსა და ღვეზელებზე.

 

Βόλτα – ეს ტავერნა პეტრალონაზე მდებარეობს და კერძების გემო, მის ფასებთან შედარებით, ნამდვილად გაგაოცებთ.

 

 

Δείτε αυτή τη δημοσίευση στο Instagram.

 

Η δημοσίευση κοινοποιήθηκε από το χρήστη volta (@volta_restaurant)

onalem

ტესტ