fbpx
სხვადასხვა

ევროკავშირის “თეთრი სია” – რომელ ქვეყნებს მიენიჭათ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი

ხვალ, 1 ივლისს, ევროკავშირი საზღვრებს ხსნის და გამოქვეყნდა ე.წ. “თეთრი სია”, რომელშიც მოიაზრება ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თვალსაზრისით.

კერძოდ, ეს სია ასე გამოიყურება:

ალჟირი,
ავსტრალია
კანადა
საქართველო
იაპონია
ჩერნოგორია
მაროკო
Ახალი ზელანდია
რუანდა
სერბეთი
ტუნისი
სამხრეთ კორეა
ტაილანდი
ურუგვაი.

შეერთებული შტატები, თურქეთი და რუსეთი ამ სიის გარეთ დარჩნენ. რაღა თქმა უნდა, საბერძნეთი უსაფრთხო ქვეყნად მოიაზრება, თუმცა, 1-ლი ივლისიდან ქვეყანაში გამომგზავრების მსურველებს 48 საათით ადრე სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ.

სპეციალურ ანკეტაში აუცილებელი იქნება მგზავრის ადგილმდებარეობის მითითება, ასევე, იმ ქვეყნების ჩამოთვლა, სადაც ის ბოლო პერიოდში იმყოფებოდა.

ასევე, აუცილებელი იქნება იმ მისამართის დასახელებაც, სადაც მგზავრები საბერძნეთში დასვენების დროს დარჩებიან.

დამატებითი ინფორმაციის მიღება საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს შემდეგ მისამართზე შეეძლებათ –https://travel.gov.gr.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა 15 ივნისს განაახლა ფრენები ათენისა და სალონიკის აეროპორტებში. პირველი ივლისიდან კი, სხვა აეროპორტების ამოქმედებაც იგეგმება.

რაც შეეხება საქართველოს, ფრენები თავად მთავრობის გადაწყეტილებით ივლისის ბოლომდე არ აღდგება, თუმცა, ქვეყანა, ზოგადად, უსაფრთხოდ ითვლება.

onalem

ტესტ