fbpx
ჯანმრთელობა

ვირუსის “იმპორტი” უკვე სახეზეა: დღეს დაფიქსირებული ინფიცირებულების დიდი ნაწილი საზღვარგარეთიდან შემოვიდა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა და 1 გარდაცვალება ფიქსირდება.

აღნიშნავია ის ფაქტი, რომ ამ 20 ადამიანიდან 9, ანუ თითქმის ნახევარი, საზღვარგარეთიდან არის შემოსული და სწორედ შემდეგ დაუდგინდათ კორონავირუსი, ანუ მოხდა ვირუსის “იმპორტი”. დანარჩენი 11-ს კი, უკვე ცნობილი ინფიცირებულებისგან გადაედოთ.

4 შემთხვევა ფიქსირდება ქსანთიში, 2 ატიკაში, 2 კასტორიაში, ხოლო თითო-თითო კოზანში, სიროსსა და ლარისაში.

ამ ეტაპზე საბერძნეთში 9 პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული, ხოლო ვირუსის მსხვერპლთა ჯამი 192-ს უდრის.

რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებსაც ვირუსი დაუდგინდათ, იზოლაციაში იმყოფებიან.

onalem

ტესტ