fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

“ჩვენ ეპიდემიის კრიზისულ შუალედში ვართ” – რჩევები საბერძნეთის მოსახლეობას ბავშვებთან დაკავშირებით

საბერძენთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი საზოგადოებას კონკრეტულ გაფრთხილებებს აძლევს. ღორის გრიპის ეპიდემიამ, რომელმაც ამ სეზონზე თავი განსაკუთრებით იჩინა, უკვე მრავალი ადამიანი შეიწირა და როგორც ცენტრში აცხადებენ, ამ ვითარებიც ფონზე, ეს ყველაფერი მოსალოდნელიც კი იყო:

“ჩვენ ეპიდემიის კრიზისულ შუალედში ვართ. ინციდენტთა რაოდენობა იზრდება და ეს ლოგიკურიც კი არის. ჩვენ უნდა მივიღოთ ინდივიდუალური ზომები. ისინი, ვინც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, აუცილებლად უნდა გაიკეთონ ვაქცინაცია.

გვინდა შევეხოთ ბავშვების თემას, რომელიც უმნიშვნელოვანესია. როდესაც თქვენს შვილს სიცხე გადაუვლის, ორ დღეში აუცილებლად გაუშვით სკოლაში. მისი ერთ სივრცეში ჩაკეტვა, ინფექციის დაბრუნების რისკს ზრდის. ასევე, სკოლების დახურვა არ არის ეფექტური გამოსავალი. თუკი ბავშვს აღარაფერი აწუხებს, ნუ მოერიდებით მის სკოლაში გაშვებას.”

 

onalem

ტესტ