fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: მძღოლმა მგზავრებს უთხრა, რომ ავტობუსს არ დაძრავდა, თუ ყველა ნიღაბს არ გაიკეთებდა

ინციდენტის შესახებ, რომელიც თესალონიკში მოხდა, ადგილობრივი მედია იუწყება. როგორც უკვე ცნობილია, ტრანსპორტის მოხმარებისას სავალდებულოა უსაფრთხოების ნიღბის ტარება, რათა დაცულები ვიყოთ ჩვენც და დავიცვათ სხვებიც. მიუხედავად ამისა, არსებობს საზოგადოების ის კატეგორია, რომელიც ამ კანონს არღვევს და პირბადის გარეშე მგზავრობს.

ირკვევა, რომ თესალონიკის ავტობუსის მძღოლმა შენიშნა, რომ რამდენიმე მგზავრს ნიღაბი არ ეკეთა და განაცხადა, რომ ავტობუსს არ დაძრავდა იქამდე, ვიდრე ყველა მათგანი ნიღაბს არ გაიკეთებდა და არ დაიცავდა იმ კანონებს, რომლებიც საბერძნეთის სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების დასაცავად დააწესა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ მგზავრები დანიშნულების ადგილას ვერ მიდიოდნენ, ერთმა მათგანმა თავისი ზედმეტი ნიღაბი იმ მგზავრს გაუზიარა, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა.

მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდა, რომ ყველა მგზავრი ნიღბით იჯდა, რეისი შეასრულა.

onalem

ტესტ