fbpx
საბერძნეთი

“საზღვრების გახსნა ნიშნავს ინფიცირების შემთხვევების გაზრდას უახლოეს მომავალში” – მეცნიერთა პროგნოზები

ინფექციური დაავადებების პროფესორმა, ნიკოს სიფსასმა განაცხადა, რომ საბერძნეთის მიერ საზღვრების გახსნა და 1 ივლისიდან ფრენების აღდგენა, პირდაპირ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება და ეს მოსალოდნელია.

“ახლა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენივე მოქალაქეების უპასუხისმგებლო და უკონტროლო ქმედებები. ვგულისხმობ ხალხით გადატვირთულობას, რაც დიდ რისკებს შეიცავს.

ჩვენი მიზანია, რომ კარგი ზაფხული გვქონდეს, რომ არ იყოს საგანგაშო შემთხვევები და ამისთვის დახმარებას ხალხს ვთხოვთ. შემოდგომაზე სავარაუდოდ გვექნება ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა, მაგრამ ამის დადასტურებით და 100%-ით პროგნოზირება არ შეიძლება. 

მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ უკეთესად ვართ მომზადებულები შემდეგი კრიზისისთვის. გაძლიერებულია ჯანდაცვის სისტემა და რაც მთავარია, საზოგადოებამ იცის, თუ როგორ მოიქცეს, რომ დაცული იყოს,” ამბობს სიფსასი.

ხვალ, 1 ივლისს, საბერძნეთი საზღვრებს ხსნის და ტურისტულ სეზონს ოფიციალურად გახსნილად აცხადებს. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში გამომგზავრების მსურველებს სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს სრული ინფორმაცია თითოეულ მგზავრზე.

 

onalem

ტესტ