fbpx
საბერძნეთი

მაღალი ტემპერატურა, აფრიკული მტვერი და შეზღუდული ხილვადობა საბერძნეთში – კრეტაზე ჰაერი 30 რგადუსამდე გათბება

საბერძნეთში ნამდვილი შემოდგომა ჯერ კიდევ არ დამდგარა და ამას არსებული ამინდის პირობები ადასტურებს. ქვეყანაში თბილმა ჰაერის მასებმა აფრიკული მტვერი გადმოიტანა, რამაც გამოიწვია დილის საათებში ხილვადობის გარკვეულწილად შეზღუდვა. ტემპერატურას რაც შეეხება, სეზონისთვის შეუფერებლად მაღალია.

დასავლეთ მაკედონიაში ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება, დანარჩენ მაკედონიასა და თრაკიში 28 გრადუსამდე, თესალიაში 27 რგადუსამდე, პელოპონისოსა და კრეტაზე კი ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს. ოქტომბრის თვისთვის აღნიშნული ამინდი საკმაოდ უჩვეულოა და როგორც სინოპტიკოსებმა უკვე აღნიშნეს, 2023 წელს ისტორიულად “ცხელი” ოქტომბერი გვაქვს.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია თბილი ამინდი, შეზღუდული ხილვადობა, რასაც გამოიწვევს ნისლი, თუმცა, ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება თესალონიკს, ნავარაუდევია ცვალებადი მოღრუბლულობა, შესაძლოა დაფიქსირდეს მცირე, პერიოდული წვიმა, ტემპერატურა კი, 15-დან 25 გრადუსამდე იმერყევებს.

onalem

ტესტ