fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: 69 წლის ბერძენმა საკუთარი ქალიშვილი მოკლა, რადგან მის ავადმყოფობას ვეღარ უძლებდა

შოკისმომგვრელი შემთხვევა გუშინ საღამოს თესალონიკში მოხდა, სადაც 69 წლის ბერძენმა საკუთარი 42 წლის შვილი მოკლა. ქალი მისმა ძმამ იპოვა, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილი იყო და მისი დახმარება ვერ შეძლო. ამ ყველაფრის შემდეგ ის მამამისის სახლში წავიდა, რათა მომხდარის შესახებ ეცნობებინა, მაგრამ ისიც სისხლის გუბეში იპოვა – მამაკაცი დაჭრილი იყო.

როგორც ირკვევა, სწორედ იმ დროს უთხრა მამა თავის ვაჟს, რომ 42 წლის ქალი მოკლა, რადგან ვერ უძლებდა მის მდგომარეობას. გარდაცვლილი წლების მანძილზე გაფანტული სკლეროზით იტანჯებოდა.

69 წლის მამაკაცი იპოკრატიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება, რადგან მკურნალობა სჭირდება. მან შვილის მკვლელობის შემდეგ, ჩანს, რომ თვითმკვლელობაც სცადა და დაზიანებები მიიყენა.

“14 წლიდან გაფანტული სკლეროზი ჰქონდა, ეტლით გადაადგილდებოდა, მუდმივად იღიმოდა და ძალიან თბილი ადამიანი იყო. მამამისი საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი იყო და თავი ყველასგან შორს ეჭირა, ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო,” ამბობს მეზობელი.

onalem

ტესტ