fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

მცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ მაისური მეცვა წარწერით ”Μολών Λαβέ”

ახალგაზრდამ თესალონიკიდან საკუთარ სოციალურ ქსელში განათავსა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ”არასწორი” მაისური აცვიათ. ის გუშინ შუადღეს სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ მის მაისურზე უძველესი ბერძნული გამოთქმა ”Μολών Λαβέ” ეწერა.

ინციდენტი კამარაში მოხდა. ახალგაზრდა ხრისტო თავის მოტოციკლს მართავდა, როცა ანტი-ავტორიტარული რეჟიმის მომხრეები სასტიკად გაუსწორდნენ, მისი მაისურის გამო. საქმეში პოლიცია ჩაერია, თუმცა, ეს ყველაფერი უარესი აღმოჩნდა.

”გაკვეთილზე მივდიოდი და მაისური მეცვა წარწერით ”Μολων Λαβε”. ის ჩემმა ბიცოლამ მაჩუქა, რომელიც ათენში ცხოვრობს. მე არანაირი რადიკალური პოლიტიკური შეხედულებები არ მაქვს. თუმცა, მაისური საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რაც გამიკეთეს. ფაქტიურად, გამვლელებმა გადამარჩინეს  და მითხრეს, რომ იღბლიანი აღმოვჩნდი. მე არ ვიცი ვარ თუ არა იღბლიანი მაგრამ ყველა ხედავდა, რაც ხდებოდა,” ამბობს ახალგაზრდა.

onalem

ტესტ