fbpx
საბერძნეთი

პარასკევს, 17 ივნისს, სისტემა იხსნება – 600 ევრომდე საბერძნეთის მთავრობისგან დენის გაძვირების გამო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში ელექტრო ენერგიის სუბსუდირების პროგრამის ფარგლებში კომპენსაციის მისაღებად სისტემა 17 ივნისს, პარასკევს იხსნება.

ამრიგად, 17 ივნისიდან შესაძლებელი იქნება, რომ მოსახლეობამ განაცხადები გააკეთოს და მიიღოს თანხა, რომელიც ეკუთვნის, 18 ევროდან 600 ევრომდე. თანხის რაოდენობა, რომელიც დაგერიცხებათ, დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენი ევროთი მეტი გადაიხადეთ დენის გაძვირების შემდეგ 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით. აღნიშნულის გამოანგარიშება მოხდება ინდივიდუალურად.

განაცხადის გაკეთება შეუძლია ყველას, ვისაც წლიური ოჯახური შემოსავალი 45.000 ევრომდე აქვს, ცხადია, საჭირო იქნება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა (ფოროლოგიკი დილოსი).

განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა იქნება 30 ივნისამდე, თუ დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ აღნიშნულის გაკეთება, მიმართეთ თქვენს ბუღალტერს დახმარებისთვის.

onalem

ტესტ