fbpx
საბერძნეთი

“ატიკა კორონავირუსის მორევში აღმოჩნდა, კარანტინს არ გამოვრიცხავთ” – მთავრობის სპიკერის ახალი განცხადებები

როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც საბერძნეთში ვითარება საგრძნობლად გაუარესდა, მთავრობამ საკუთარი დამოკიდებულება შეცვალა. თუ აქამდე ნებისმიერი მაღალჩინოსანი მეორე კარანტინის დაწესებას გამორიცხავდა, ახლა მთავრობის სპიკერის, სტელიოს პეცას თქმით, ეს საკითხი ღიად რჩება.

“ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭირო იქნება. პრობლემა არის დინამიკური და ვითარდება. არაფერს გამოვრიცხავთ და როგორც ვთქვით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და სიცოცხლის დაცვა არ ჯდება არანაირ ბალანსში. თავიდან იყო დილემა “ეკონომიკა ან ჯანმრთელობა”, მაგრამ ვთქვით, რომ ეს არის სიყალბე, რადგან როდესაც ვაწყდებით ჯანმრთელობის კრიზისს, ვაწყდებით კიდევ უამრავ სხვა ნეგატიურ შედეგს.

ახლა არ ვიმყოფებით იმ ფაზაში, რომ კარანტინი გამოცხადდეს, მაგრამ ყველანაირი ზომები დევს მთავრობის მაგიდაზე. ჩვენ გვინდა, რომ მოვახდინოთ იმ სიტუაციის პრევენცია, რაც ახლა საფრანგეთში ფიქსირდება – 10 ათასობით ინფიცირებული ყოველდღე და არ მივიდეთ ისრაელის დონემდე, რომელმაც კარანტინი აღადგინა.

ახალი რეალობა (ზომები) ძალაშია დღეიდან, 16 სექტემბრიდან, 30 სექტემბრის ჩათვლით ატიკაში, რომელიც კორონავირუსის მორევში აღმოჩნდა,” აცხადებს პეცასი.

onalem

ტესტ