fbpx
საბერძნეთი

მეტროს მე-4 ხაზი ათენში: 13 წუთი გუდიდან კიფსელამდე და მატარებლები მძღოლის გარეშე

მეტროს მე-4 ხაზი, რომლით სარგებლობასაც უახლოეს მომავალში შევძლებთ, რადიკალურად შეცვლის და გააუმჯობესებს ათენის მოსახლეობის ყოველდღიურობას. ამის შესახებ დღეს, 25 მაისს, ტრანსპორტის მინისტრმა, კოსტას კარამანლიმ განაცხადა, როდესაც სამშენებლო სამუშაოების შემოწმების მიზნით მივიდა.

სამშენებლო მოედანი კატეხაკის ტერიტორიაზე მდებარეობს და უკვე დაიწყო სამუშაოები, რომ 2023 წლის დასაწყისში მატარებელმა რეისების შესრულება შეძლოს.

აღსანიშნავია, რომ მეტროს მე-4 ხაზზე მატარებლები ავტომატურად იმოძრავებენ, არ ეყოლებათ მძღოლი/მემანქანე. ეს ხაზი დაუკავშირდება ევანგელისმოს სადგურზე მე-3 ხაზს, ხოლო მე-2 ხაზს უნივერსიტეტის (პანეპისტიმიო) სადგურზე.

რა დროში იქნება კონკრეტული მანძილის დაფარვა შესაძლებელი?!

ვეიკუს პარკიდან სასამართლოებამდე საჭირო იქნება 5 წუთი.

ვეიკუს პარკიდან გუდიმდე საჭირო იქნება 17,5 წუთი.

გუდიდან კიფსელამდე საჭირო იქნება მხოლოდ 13 წუთი.

ვეიკუს პარკიდან უნივერსიტეტის კამპუსამდე (პანეპისტიმიუპოლი) საჭირო იქნება 14 წუთი.

მეტროს ამ ხაზს დღეში 300.000 მგზავრისთვის შეეძლება მომსახურების გაწევა.

onalem

ტესტ