fbpx
საბერძნეთი

ათენი: კადრები 6 წლის რაინერის გატაცების მომენტიდან – ფურგონი მისმა ნათესავმა იქირავა

ბერძნული მედია მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ იუწყება, რომელიც 6 წლის ბიჭის გატაცებას ეხება. ვრცელდება კადრები, რომლებზეც ჩანს ფურგონი, რომლითაც ბავშვი სახლიდან გაიტაცეს.

როგორც ირკვევა, კონკრეტული ფურგონი ბიჭის ნათესავმა იქირავა სიგრუს გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიისგან, ყოველ შემთხვევაში ფიქსირდება მისი სახელი და გვარი, როგორც დამქირავებლის. მას შემდეგ, რაც ბავშვი სახლიდან წაიყვანეს, ხარილაუ ტრიკუპის გამზირისკენ აიღეს გეზი, რათა მანქანა ისევ იქ დაეტოვებინათ, საიდანაც იქირავეს.

“მე ნინა ეტმეკძოღლუ ვარ, რაინერის დედა. მინდა ყველას მივმართო, რომ დაგვეხმარონ ბავშვის პოვნაში. უკვე 19 საათია, არაფერი ვიცით. მინდა მივმართო მას, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა, დამიბრუნოს შვილი, უვნებლად, ის მის სასარგებლოდ,” ამბობს ბავშვის დედა.

შეგახსენებთ, რომ რაინერის დედა ნორვეგიელია, ხოლო დედა ბერძენი, მათ შორის არსებობდა სერიოზული დავა, ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ