fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია დასასრული გარეშე: ტყუპი დები და მათი ბიძაშვილი დნმ-ის ანალიზით ამოიცნეს

ლარისასთან დატრიალებულ ტრაგედიას დასასრული არ უჩანს. გარდაცვლილთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა და ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ეს არის საბერძნეთის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც შეეწირნენ ადამიანები, უმეტესობა 19-დან 30 წლამდე.

არსებულ ცნობებით, დნმ-ის ანალიზის საშუალებით ამოიცნეს ტყუპი დები და მათი ბიძაშვილი, სამივე გოგონა დაღუპულია – ოჯახმა სამი შვილი დაკარგა.

როგორც ირკვევა, ისინი მშობლების მოსანახულებლად იყვნენ და თესალონიკში ბრუნდებოდნენ, რადგან იქ სწავლობდნენ და წარჩინებული სტუდენტები იყვნენ. ტკივილი, რომელსაც ოჯახი განიცდის, სიტყვებით აღუწერელია. ისინი უკვე დაუკავშირდენენ კრიმინალისტს, ალექსის კუგიას, რომელიც, სავარაუდოდ, მათ იურიდიული კუთხით დაეხმარება.

onalem

ტესტ