fbpx
საბერძნეთი

პირველ ვაგონში ტემპერატურა 1,300 გრადუსი იყო – “სანამ სრულად გაჩერდებოდა, შიგნით ვიწვოდით”

სახანძო-სამაშველო სამსახურმა პირველი განცხადებები გააკეთა ლარისაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც აღინიშნა, რომ შეჯახების შედეგად ცეცხლის გაჩენის შემდეგ 1-ელ ვაგონში ტემპერატურამ 1,300 გრადუსს მიაღწია. აქედან გამომდინარე, რთული წარმოსადგენი არ არის, რატომ გახდა შეუძლებელი ზოგიერთი ცხედრის ამოცნობა.

მეორეს მხრივ, მედიასთან საუბრობენ გადარჩენილებიც:

“ყველაფერი მშვენივრად იყო და უცებ ძლიერი შეჯახების ხმა გავიგეთ, ყველანი წინ წავცვივდით, სანამ ვაგონი ჯერ კიდევ მოძრაობდა, ყველანი აქეთ-იქით ვენარცხებოდით და შიგნიდან ვიწვოდით. ნამდვილი კოშმარი იყო, ვეძებდით გამოსასვლელს და ნელ-ნელა გადმოვედით ვაგონიდან. კვამლი, რომელიც გამოდიოდა, წინა ვაგონებში კი არა, მე-6 ვაგონებშიც კი გვახრჩობდა.”

ამ დროისთვის ჰოსპიტალიზირებულია 72 ადამიანი, რაც შეეხება ცხედრების ამოცნობას, ჯერ კიდევ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ცხედრები დაზიანებულია. როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, პირველი ორი ვაგონი შეჯახების შემდეგ, ფაქტობრივად, ჰაერში აიწია და უკანა ვაგონებს დაეცა.

onalem

ტესტ