fbpx
საბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკი ბრიუსელიდან სასწრაფოდ საბერძნეთში დაბრუნდა – პრემიერი ხანძრის კერებს გაუწევს მონიტორინგს

როგორც ბერძნული მედია იუწყება, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი სასწრაფოდ დაბრუნდა ბრიუსელიდან. ცხადია, მისი დაბრუნება უკავშირდება ხანძრებს, რომლებიც საბერძნეთში მძვინვარებს და ქვეყნის პირველი პირი აუცილებლად ადგილზე უნდა იმყოფებოდეს სიტუაციის მონიტორინგისთვის.

მიცოტაკი დაუყოვნებლივ კრიზისული სიტუაციების მართვის სამინისტროში მივიდა, სადაც ვასილის კიკილიასი დახვდა. შემდეგ კი, პრემიერი სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ოპერაციების საკოორდინაციო ცენტრში გაემგზავრება, სადაც მასშტაბური შეხვედრა გაიმართება.

სავარაუდოდ, დაისახება გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ხანძართან ბრძოლა და ზოგადადი, მისი პრევენციაც, ამ დროისთვის კი, ხანძრის ეპიცენტრებში ვითარება უკიდურესად რთული რჩება.

onalem

ტესტ