fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს გენერალური საკონსულო თესალონიკში ტრაგედიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების ფაქტთან დაკავშირებით, თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, ხოლო გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე დილიდან პირადად იმყოფება შემთხვევის ადგილზე, სადაც ამ დრომდე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ გენერალურ საკონსულოში ამ დროისთვის საქართველოს დაშავებული ან გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო მიმართავს საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, დაუკავშირდნენ გენერალურ საკონსულოს ცხელი ხაზის ნომერზე: +30 693 684 0912 და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეების შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ