fbpx
საბერძნეთი

“წავიდეთ და რაც იქნება, იქნება” – გავიგე, რომ მემანქანემ ეს სიტყვები თქვა, როცა ბილეთების განყოფილებას ესაუბრებოდა

ტელეკომპანია ΕΡΤ-ის საშუალებით უკიდურესად სერიოზული განცხადება გაკეთდა ლარისაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც ბოლო ვაგონში იმყოფებოდა და ასე გადაურჩა სიკვდილს (ვინაიდან პირველი 4 ვაგონი განადგურდა), ამბობს, რომ გაიგონა მემანქანესა და ბილეთების განყოფილების თანამშრომელს შორის საუბარი.

“როდესაც პალეოფარსელოში შეფერხების გამო გავჩერდით, გავიგონე, როგორ საუბრობდნენ გადამცემით მემანქანე და ბილეთების განყოფილების მენეჯერი. ეუბნებოდა, წავიდეთ და რაც იქნება, იქნება. როცა ეს გესმის, უკვე განწყობილი ხარ, რომ რაღაც უნდა მოხდეს,” ამბობს ახალაგზრდა.

როგორც ცნობილი გახდა, რეისმა 15 წუთით დაიგვიანა, რადგან მოძრაობა გადატვირთული იყო და ელოდებოდნენ, რომ ლიანდაგები გათავისუფლებულიყო, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, ორი მატარებელი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა და შეჯახებამ 38 ადამიანი იმსხვერპლა. მარტივად რომ ვთქვათ, მემანქანეებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ხდებოდა გზაზე, რომელზეც მიდიოდნენ.

ამ დრომდე Hellenic Train-ის მიერ არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება მომხდარ უბედურებასთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ