fbpx
საბერძნეთი

გრძელი რიგები სისხლის ჩასაბარებლად ლარისაში – ხალხი ჯერ კიდევ ვაგონების ქვეშ არის მომწყვდეული

გავრცელებული ინფორმაციით, ლარისას საავადმყოფოში ხალხის გრძელი რიგებია, რათა სისხლი ჩააბარონ. ადამიანებმა გამოიჩინეს დიდი გულისხმიერება და მოთმინებით იცდიან, რათა სისხლი გაიღონ მათთვის, ვინც მატარებლების შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა და სისხლი სჭირდება.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ადამიანები ჯერ კიდევ ვაგონების ქვეშ არიან მოყოლილები და სამაშველო სამსახური მათ აწევას ცდილობს დიდი სიფრთხილით, რომ როგორმე ცხედრებამდე მიღწევა შეძლონ.

ტრაგედია მთელი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში მოხვდა, ამაზე საუბრობს BBC-იც, ამას გარდა, მწუხარებას გამოხატავენ სხვადასხვა ქვეყნების მაღალჩინოსნები, ბერძნებს სოლიდარობას უცხადებენ თურქებიც.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ტრანსპორტის მინისტრი აცხადებს, რომ არაფერი დარჩება “ხალიჩის ქვეშ’ და ყველა ადამიანი, რომლის მიზეზითაც ეს ტრაგედია დატრიალდა, პასუხს აგებს.

onalem

ტესტ