fbpx
საბერძნეთი

ციხეში გადაიყვანეს დამკრძალავი ბიუროს მეპატრონე და საავადმყოფოს თანამშრომელი, რომელიც პაციენტების სიკვდილს ელოდებოდა, რომ ფული აეღო

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია მიტილინზე მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებიც ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროსა და საავადმყოფოს თანამშრომელს ეხება. მას შემდეგ, რაც მათ ბრალდება წაუყენეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც გადაიყვანეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საავადმყოფოს თანამშრომელი დამკრძალავ ბიუროს აწვდიდა დეტალური ინფორმაციას მომაკვდავი პაციენტების შესახებ და აღნიშნულში თანხას იღებდა. ფაქტობრივად, ეს ადამიანები პაციენტების გარდაცვალებას ელოდებოდნენ, რომ ფული ეშოვნათ და ერთმანეთში შემდეგი სიტყვებით საუბრობდნენ: “ქირის თანხას გავაკეთებთ”, “დღეს საკმაოდ დამძიმდა” და ა.შ.

დამკრძალავი ბიურო შემდეგ ამ პაციენტების დაკრძალვის პროცესს იღებდა საკუთარ თავზე და ორივე მხარე მოგებული რჩებოდა, ვიდრე მათი საქმიანობა არ გამჟღავნდა.

ამ დროისთვის ორივე მათგანი ციხეშია გადაყვანილი, საავადმყოფოს თანამშრომელი დანაშაულს აღიარებს, ხოლო დამკრძალავი ბიუროს მეპატრონე ნაწილობრივ აღიარებს, ამბობს, რომ ნამდვილად იღებდა ინფორმაციას მამაკაცისგან, მაგრამ პაციენტების მონაცემების მიწოდებისთვის მას ფულს არ უხდიდა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

onalem

ტესტ