fbpx
პოლიტიკა

სატელეფონო საუბარი მიცოტაკისა და ერდოღანს შორის – მათ ისრაელ-პალესტინის ომზე ისაუბრეს

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ნაკლებად გამოთქვამს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციის სურვილს, როგორც ჩანს, ისრაელსა და ღაზას სექტორში არსებული მდგომარეობა გახდა მიზეზი, რომლის გამოც მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა.

მიცოტაკი ერდოღანს დაუკავშირდა და განიხილეს ტერორისტული შეჭრა ისრაელში და მეორეს მხრივ, ღაზას სექტორში არსებული კატასტროფული მდგომარეობა, რომელმაც ადამიანები უკიდურეს პირობებში ჩააგდო.

სამთავრობო წყაროების მიხედვით, მიცოტაკიმ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილება და ამასთან ერთად, თურქ პრეზიდენტს თანამშრომლობა სთხოვა, რათა ამ ვითარებამ რეგიონში სტაბილურობას ხელი არ შეუშალოს.

onalem

ტესტ