fbpx
პოლიტიკა

“დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ!” – მიცოტაკი ბუჩაში რუსების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე

კირიაკოს მიცოტაკი, დასავლელი ლიდერების მსგავსად, ხმას იმაღლებს რუსულ აგრესიასა და მათ მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე. საუბარია ქალაქ ბუჩაზე, სადაც ოკუპანტებმა მშიდობიანი მოსახლეობა ქუჩებში დამიზნებით ჩაცხრილეს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

მიცოტაკი ტვიტერის გვერდზე წერს, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხი უნდა აგონ მათ, ვისაც ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება. პრემიერი შეძრწუნებას გამოხატავს აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით და წერს, რომ საბერძნეთი უკრაინის გვერდით დგას.

იმის გამო, რომ კიევი და მისი მთელი რეგიონი კვლავ უკრაინელების კონტროლის ქვეშ არის, ახლა პუტინის ძალადობრივი ქმედებები დონბასისკენ არის მიმართული, სადაც ასევე ათასობით ადამიანი დაიღუპა და ზოგი კი, ჰუმანიტარულ კოშმარში რჩება.

 

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს:

onalem

ტესტ