fbpx
პოლიტიკა

ალექსის ციპრა: საბერძნეთი და თურქეთი ეგეოსის ზღვაში დაძაბულობის შემცირებაზე შეთანხმდნენ

საბერძნეთი და თურქეთი ეგეოსის ზღვაში დაძაბულობის შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ანკარაში ვიზიტით მყოფმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა განაცხადა. მისი თქმით, მხარეები ურთიერთნდობის აღდგენას შეეცდებიან.

„ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივად ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ ევროპულ-თურქული თანამშრომლობის ახალი სტრატეგია, წინ წამოვწიოთ ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობა და დაძაბულობის შემცირების მიზნით, ხელი შევუწყოთ დიალოგს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებებს შორის“ – განაცხადა ალექსის ციპრასმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობს კვიპროსის პრობლემის მოგვარების შესაძლებლობაც.

onalem

ტესტ