fbpx
ჯანმრთელობა

ეპიდემია საბერძნეთს უტევს: როგორ დავიცვათ თავი ღორის გრიპისგან – ინსტრუქცია

საბერძნეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც ცნობილია, საბერძნეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში ეპიდემიამ პიკს მიაღწია. გამონსაკლისი არ არის არც საქართველო, სადაც ღორის გრიპით გარდაცვალების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. პრევენციის ცენტრი ავრცელებს გარკვეულ ინსტრუქციებს, როგორ შეიძლება დაიცვას თავი ადამიანმა სასიკვდილო ვირუსისგან:

  1. პირველი ყველაზე ეფექტური და გარანტიის მქონე საშუალება ვაქცინაციაა. ეს განსაკუთრებით ეხებათ ბავშვებს, მოზრდილებს 60 წლიდან და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. ვაქცინაცია აუცილებელია, რათა ორგანიზმმა გამოიმუშავოს იმუნიტეტი ვირუსთან საბრძოლველად.
  2. უმნიშვნელოვანესია, რომ თუკი შენიშნავთ, რომ იმაზე ცუდად ხართ, ვიდრე ეს ჩვეულებრივი გაციების შემთხვევაში ხდება, დროულად მიაკითხოთ სამედიცინო დაწესებულებას და დროულად მოხდეს თქვენი დიაგნოსტირება. ეს საშუალებას მოგცემთ მიიღოთ მედიკამენტები, რომლებიც ღორის გრიპს ადრეულ ეტაპზე დაამარცხებს და ვირუსს გართულებების გარეშე გადაიტანთ.
  3. მკაცრად დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები, რაც შეეხება ხელის ხშირ დაბანას, ასევე დაცემინებისა და ხველისას პირზე ხელის აფარებას და ა.შ.
  4. დაინფიცირების შემთხვევაში დარწმუნდით, რომ საბოლოოდ ხართ გამოჯანმრთელებული და ისე დაუბრუნდით ჩვეულ ცხოვრებას.
  5. ხშირად გაანიავეთ ოთახები.

    შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ღორის გრიპით 21 ადამიანი გარდაიცვალა.

onalem

ტესტ