fbpx
ჯანმრთელობა

დაუჯერებელი აღიარება ილიასის მერისგან: “ხალხი ქუჩაში შესაძლო კორონავირუსით დადის”

მას შემდეგ, რაც საბერძნეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა იმატა, რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით ილიასში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მერი სერიოზულ საჩივარს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხს, რომელთაც დიდი ალბათობით ვირუსი შეიძლება ჰქონდეთ, გარეთ ჩვეულებრივ დადიან. საუბარია მათ ნათესავებზე, ვინც რელიგიური მოგზაურობიდან კორონავირუსით დაბრუნდა და საკარანტინე პირობებში არ რჩება.

“სამწუხაროდ, პირადი პასუხისმგებლობის დონე ძალიან დაბალია. ჩვენ ვიცით, რომ ხალხი, რომელთაც ვირუსით დაავადებულებთან კონტაქტი აქვთ, სახლში უნდა დარჩეს, მაგრამ ისინი კაფეებში დადიან.”

შეგახსენებთ, რომ ვირუსით დაავადებულების რაოდენობამ საბერძნეთში 70-ს გადააჭარბა.

 

onalem

ტესტ