fbpx
საზოგადოება

“მოგიწოდებთ, რომ დარჩეთ სახლში!” – საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი კორონავირუსთან დაკავშირებით

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი მოსახლეობის ნაწილს, რომელიც ხშირად სტუმრობს ეკლესიებს და ამავე დროს მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფებს, განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც განცხადებაში წერია, მოხუცები უნდა მოერიდონ გარეთ გასვლას და ეკლესიებში წირვა-ლოცვაზე დასწრებას. განსაკუთრებული სიფრთხილე მოეთხოვებათ ადამიანებს ქრონიკული დაავადებებით: რესპირატორული პრობლემებით, დიაბეტით, გულსისხლძარღვთა დაავადებებით და ა.შ. 

ასეთი მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრა სასურველი არ არის. წმინდა სინოდი სთხოვს და მოუწოდებს მათ, რომ ნუ დატოვებენ სახლს, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა.

onalem

ტესტ