fbpx
ჯანმრთელობა

“რატომ უნდა ვატაროთ ნიღბები?!” – სოტირის ციოდრასის განმარტება მოსახლეობას

ინფექციონისტმა სოტირის ციოდრასმა მოსახლეობას განუმარტა, თუ რატომ არის აუცილებელი ამ ეტაპისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ, ნიღბების გამოყენება. ჯანდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს კონკრეტულ ადგილებში ნიღბების ტარების ვალდებულებას.

“მაშინ ვიყავით აკრძალვებში და ეს აკრძალვები იყო საკმარისი. თუმცა, ახლა სრულიად სხვა სიტუაციაა. ნიღბის გამოყენება იქნება ის ზომა, რომელსაც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გამოვიყენებთ. აღნიშნულს მხარს უჭერენ მსოფლიო ორგანიზაციები.

შესაძლოა, ამას არ დაეთანხმოს ყველა ადამიანი, მაგრამ ნიღბის გამოყენებას დიდი ეფექტი ექნება დახურულ სივრცეებში. ეს იქნება მიმართული იმისკენ, რომ არ გადავდოთ ვირუსი სხვას და არა იმისთვის, რომ არ დავინფიცირდეთ ჩვენ.

საუბარი არ არის ქირურგიულ ნიღბებზე. ნიღაბი შეიძლება სახლშიც დაამზადოთ, ნაჭრისგან. არავითარ შემთხვევაში მას არ უნდა შევეხოთ წინა მხრიდან, არამედ მხოლოდ უკანა ნაწილებიდან, საიდანაც ვიკეთებთ მას.”

onalem

ტესტ