fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

კიდევ ერთი მძიმე დღე და რთული მდგომარეობა საბერძნეთში – ინფიცირებულები კარდიცას მოხუცთა ცენტრში

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 5 ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვითარება არ სტაბილურდება და უფრო და უფრო მეტი სირთულისკენ მიდის. როგორც ექიმები აცხადებენ, საწოლები მუდმივად ივსება და პაციენტებს მოკლე დროში კარგავენ.

გიგას მაიორკინის ცნობით, რეანიმაციაში მოთავსებულთა რიცხვი 85-მდეა გაზრდილი, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. თითოეული ექსპერტი სახელმწიფოს ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

სამწუხარო ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის უკვე არის მოხუცი აგიოს პანტელეიმონას მოსავლელი ცენტრიდან, საიდანაც ისინი მხოლოდ გუშინ გადაიყვანეს საავადმყოფოებში. ამას გარდა, კარდიცაში მდებარე მოხუცთა მოსავლელი ცენტრის ოთხ თანამშრომელს ვირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს იქ მყოფი ყველა ადამიანისთვის ტესტის ჩატარების პროცესი.

460-დან 207 ინფიცირებული გამოვლენილია ატიკის რეგიონში, ხოლო როგორც ნიკოს ხარდალიასი აცხადებს, მიღებული ზომები შენარჩუნებული იქნება 12 ოქტომბრის ჩათვლით. რთული ვითარება ფიქსირდება პელას ტერიტორიაზეც.

 

onalem

ტესტ