fbpx
საზოგადოება

ბერძნებმა საკუთარ ქორწილში შეგროვებული ფული და 4.000 ევროს ნივთები დაკარგეს

ბერძენი წყვილი კუნძულ როდოსზე დაქორწინდა, თუმცა, რამდენიმე დღეში მათი მხიარულება საკმაოდ უსიამოვნო ფაქტით შეიცვალა. ერთ-ერთ სუპერმარკეტთან დაკარგეს ჩანთა, რომელშიც ქორწილში მიღებული თანხა და საჩუქრები ეწყოთ, რომელთა საერთო ღირებულება 4.025 ევრომდეა.

მათ პოლიციაში განაცხადეს და სამართალდამცავების საშუალებით მომხდარის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი. დიდი ხნის მანძილზე ვერ ხდებოდა ჩანთის ადგილსამყოფელის დადგენა, თუმცა, სამი კვირის შემდეგ გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც პოლიციას დაუკავშირდა და უთხრა, რომ იპოვა ჩანთა, სადაც ძვირფასი ნივთები ეწყო და მისი პატრონითვის დაბრუნება სურდა.

ეს არის გიორგოს კარიოტისი, რომელმაც წყვილს თავიანთი ცხოვრების საუკეთესო დღეს დაკარგული მნიშვნელოვანი ნივთები და თანხა იპოვა და ყველაფერი უკლებლივ დაუბრუნა.

“აქ, ჩვენს როდოსზე ჯერ კიდევ არსებობს ადამიანობა,” ამბობს ახალდაქორწინებული წყვილი.

როგორც ცნობილია, ისინი ამ თანხით და კიდევ მცირე დანაზოგით მანქანის ყიდვას და დასასვენებლად წასვლას აპირებდნენ, ბოლოს კი ყველანაირი იმედი გადაეწურათ, ვიდრე ტელეფონის ხმა არ გაისმა.

onalem

ტესტ