fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: სასტიკი ჩხუბი მოსწავლებსა და მშობლებს შორის სკოლაში – ორი მათგანი საავადმყოფოშია

ალექსანდრუპოლის სკოლაში უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩხუბი თავდაპირველად საშუალო სკოლის ორ მოსწავლეს შორის დაიწყო. ორივე მათგანი გოგონაა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მასწავლებლებმა საჭიროდ ჩათვალეს მათი მშობლებისთვის შეეტყობინებინათ. ერთ-ერთი გოგონას დედა სკოლაში მივიდა, მაგრამ არა მხოლოდ ის, არამედ თან მიიყვანა ბიჭების ჯგუფი.

მშობელი და აღნიშნული ჯგუფი თავს დაესხა ერთ-ერთ გოგონას და მის ძმას, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა და დის დაცვას ცდილობდა. და-ძმა საავადმყოფოში მოათავსეს.

ადგილზე საჭირო გახდა პოლიციის გამოძახებაც, რადგან ქალი არ ჩერდებოდა და მისი შვილი პოლიციის ოფიცერსაც კი დაესხა თავს. ორივე მათგანი და მათი კომპანიონები დააკავეს.

როგორც ცნობილია, ამ ოჯახს პრობლემები პოლიციასთან ადრეც ჰქონია.

შეტაკების მიზეზები ამ დრომდე უცნობი რჩება.

onalem

ტესტ