fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის პოლიცია უკრაინის მოქალაქეებს 59 არალეგალი იმიგრანტის შემოყვანას ედავება

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ორ მოქალაქეს საბერძნეთის პოლიცია არალეგალი იმიგრანტების საბერძნეთში შემოყვანას ედავება. 44 და 27 წლის მამაკაცები არიან მთავარი ეჭვმიტანილები მათი გადმოყვანის საქმეში და დეტალების გასარკვევად მიმდინარეობს გამოძიება.

საუბარია 59 ადამიანზე, საიდანაც 47 მამაკაცია, 8 ქალი, ხოლო 4 ბავშვი. ისინი გუშინ ღამით ხანიაში ჩავიდნენ და ამ დრომდე მოთავსებულები არიან ერთ-ერთი საცურაო აუზის ტერიტორიაზე.

არალეგალი იმიგრანტები არინ ძირითადად პაკისტანის, ბანგლადეშის, ტიბეტის, ქურთისტანის მოქალაქეები.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არალეგალებისთვის ადგილსამყოფელის მოსაძებნად აუცილებელი გახდა საცურაო აუზის ტერიტორიაზე მანამდე მცხოვრები 40 იმიგრანტის სხვაგან გადაყვანა, რათა მათთვის ადგილი დაეთმოთ.

 

onalem

ტესტ