fbpx
საზოგადოება

ზარი ბომბის შესახებ ათენის ავტობუსში N550 – პალეო ფალირო-კიფისია

დღეს შუადღეს ანტი-ტერორისტულ სამსახურში შევიდა ზარი, რომელიც იტყობინებოდა, რომ ათენის ცენტრში მოძრავ ავტობუსში ბომბი იყო. საუბარია ატობუსზე ნომრით 550, რომელიც პალეო ფალირო-კიფისიის მარშრუტით მოძრაობს და საკმაოდ ბევრი მგზავრი ჰყავს.

ადგილზე სწრაფად მივიდნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და ხალხი გამოიყვანეს, შემდეგ, დეტალური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ განგაში ცრუ იყო.

ავტობუსმა მაშინვე, ჩვეულებისამებრ გააგრძელა მუშაობა.

onalem

ტესტ