fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ორშაბათი რთული დღეა, არცერთი მგზავრი ნიღბის გარეშე!” – ტრანსპორტის მინისტრის საგანგებო განცხადება

საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრმა კიდევ ერთხელ გასცა მითითებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იქნება მკაცრი შემოწმებები.

“ორშაბათი ურთულესი დღეა. იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ტრანსპორტში გადატვირთულობა, უამრავ სადგურში იმუშავებენ თანამშრომლები, რომლებიც მგზავრებს დაემხარებიან.

გარკვევით ვაცხადებ, არცერთი მგზავრი ნიღბის გარეშე! ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას აქ გადამწყვეტილი როლი აქვს.

ჯარიმებს პოლიცია გამოწერს და არ დაიშვება გამონაკლისები,” განაცხადა კოსტას კარამანლისმა.

მინისტრი გამოყოფს ხუთ ძირითად წესს, რომელიც მოსახლეობამ კანონებად უნდა აქციოს და ისინი საჯარო ტრანსპორტის გამოყენებას უკავშირდება:

  1. თუ სიმპტომები აღგვენიშნება, არავითარ შემთხვევაში არ გადავაადგილდებით საჯარო ტრანსპორტით.
  2. ვიცავთ დისტანციას სხვა მგზავრებისგან.
  3. არ გადავააგდილდეთ ტრანსპორტით, თუ ეს არ არის გადაუდებლად საჭირო (სამსახურის, ჯანმრთელობის მდგომაროების მიზეზით).
  4. აუცილებლად ვატარებთ პირბადეს ტრანსპორტში.
  5. ამ პერიოდისთვის, თუ საშუალება გვაქვს, გამოვიყენოთ სხვა სახის ტრანსპორტი და თავი ავარიდოთ ტროლეიბუსებს, ავტობუსებსა და მეტროს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ათენში ავტობუსების რაოდენობა 550-დან 1.000-მდე გაიზრდება და ასევე გახშირდება მათი მოძრაობა. შესაბამისად, მოსახლეობა შეძლებს ზემოთ აღნიშნული რამდენიმე წესის დაცვას.

ასევე, საჯარო ტრანსპორტში ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება და მისი გამოუყენებლობა დაჯარიმდება 150 ევროთი.

onalem

ტესტ