fbpx
საზოგადოება

სულ მალე: უფასო ინტერნეტი ათენის საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 1.000-მდე ავტობუსში, ასევე ტროლეიბუსებსა და ტრამვაიში მოსახლეობას უფასო ინტერნეტზე წვდომა ექნება.

საერთო ჯამში დამონტაჟდება 2.500-მდე მოდემი, 1.000 ავტობუსებში, ხოლო დანარჩენი ტროლეიბუსებსა და ტრამვაის ვაგონებზე გადანაწილდება.

OASA-ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტით შეიძლება ათობით ადამიანმა ისარგებლოს ერთდროულად, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მხოლოდ ერთ ავტობუსში დამონტაჟებული მოდემი 80 ადამიანისთვის იქნება გათვლილი, რაც არც ის ცოტაა.

აღნიშნული პროგრამა საბერძნეთის მთავრობას 900.000 ევრო უჯდება. 2020 წლამდე ინტერნეტი უნდა დამონტაჟდეს 2.030 ობიექტზე.

onalem

ტესტ