fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში ხუთშაბათამდე ზამთარი ბრუნდება: ძლიერი წვიმა და შტორმი ქვეყანაში

ახალმა კლიმატურმა ფენომენმა ხმელთაშუა ზღვაში გავრცელება უკვე დაიწყო და როგორც ბერძენი სინოპტიკოსები იტყობინებიან, საბერძნეთზეც ძლიერი გავლენა ექნება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვასა და იტალიაში 10.000-მდე მეხი ჩამოვარდა.

დღეიდან ხუთშაბათის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია მოღრუბლულობა და ძლიერი ქარი. ასევე სეტყვა და შტორმი რამდენიმე რეგიონში.

ტემპერატურა საგრძნობლად არ დაიკლებს, თუმცა, საბერძნეთში უმეტესად მზიანი ამინდები მომდევნო კვირამდე, მეტეოროლოგთა ცნობით, არ გვექნება.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია პერიოდული წვიმები, შუადღესა და საღამოს არის ჭექა-ქუხილის შანსიც. ტემპერატურა 16-დან 20 გრადუსამდე იმერყევებს.

თესალონიკშიც ასევე მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა, ჭექა-ქუხილის შანსი ატიკასთან შედარებით ნაკლებია. ტემპერატურა 16-დან 20 გრადუსამდე იმერყევებს.

მაკედონია- თრაკი – 14-დან 23 გრადუსამდე.

იონიის ზღვის კუნძულები – 14-დან 19 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულები: 12-დან 26 გრადუსამდე.

კრეტა – 13-დან 29 გრადუსამდე.

onalem

ტესტ