fbpx
საზოგადოება

ცნობილი ბერძენი მეტეოროლოგი, საკის არნაუტოღლუ საავადმყოფოში მოხვდა!

ცნობილი მეტეოროლოგი და ტელეწამყვანი, რომელიც ტელეკომპანია ERT-ზე ამინდის პროგნოზს აცხადებს, გუშინ ტელეეკრანზე არ გამოჩენილა, რამაც ბევრი კითხვა გააჩინა. საკის არნაუტოღლუს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა, რის გამოც ის ტელეკომპანიაში ვერ ბრუნდება.

სოციალურ ქსელში მან განათავსა სტატუსი, სადაც ხსნის, თუ რატომ გაქრა ეკრანიდან:

“მეგობრებო, რადგან ძალიან ბევრი მესიჯი მომდის, თუ რატომ არ ვიყავი გუშინ ეთერში, მინდა გითხრათ, რომ ეს თირკმლის პრობლემის გამო მოხდა. ეს საშუალებას არ მაძლევს, რომ თუნდაც დღეს გადაცემა წავიყვანო. დიდი მადლობა ინტერესის გამოჩენისთვის!”

onalem

ტესტ