fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: ქორწილიდან მომავალი ოჯახი საზარელ ავარიაში მოჰყვა – გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ შუაღამით ლამიას შესასვლელთან მოხდა. BMW-ს და Mercedes-ის მარკის ავტომობილები ერთმანეთს დიდი ინერციით შეეჯახნენ და შედეგად ორი მცირეწლოვანი გოგონას მამა დაიღუპა.

ამჟამინდელი ცნობით, ოჯახი ქორწილიდან ბრუნდებოდა. Mercedes-ის მარკის ავტომიბილში ცოლ-ქმარი და ორი გოგონა (8 და 10 წლის) ისხდნენ, ხოლო მეორე მანქანაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი. შეჯახებისას ადგილზე დაიღუპა გოგონების მამა, მძიმედ დაშავდა მათი დედა, ხოლო თავად ბავშვებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

მიუხედავად იმისა, რომ მანქანები, ფაქტობრივად, მთლიანად არის დაჭეჭყილი, BMW-ში მჯდომი ორივე მამაკაცი უვნებელი გადარჩა.

onalem

ტესტ